ა) თუ ცხოველთა რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურები ტარდება ვეტერინარული კლინიკის გარეთ (მაგალითად, თავლები, ფერმები, ცხოველის მეურვის სახლები, საძოვრები და სხვა), მაშინ ავტორიზებულმა პირმა  უნდა უზრუნველყოს:

ა.ა) დროებითი საკონტროლო ზონის შექმნა, რომელზეც წვდომა შეზღუდული უნდა იქნეს;

ა.ბ) დროებითი საკონტროლო ზონის საზღვრების დადგენისას  უცხო პირების (პირები, რომლებიც არ არიან თანამშრომლები ან დამხმარეები) აღკვეთა აღნიშნულ ზონაში;

ა.გ) თუ რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურის სპეციფიკა საშუალებას იძლევა (როცა გადაღება ხორციელდება ღია სივრცეში), პერსონალი უნდა იმყოფებოდეს რენტგენის მილაკიდან არანაკლებ 2.5 მ-ის დაშორებით;

ა.დ) დროებითი საკონტროლო ზონის გამოყოფა ბარიერით ან შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების საშუალებით  (მაგალითად: შეჩერების ზონარი, მაიონებელი გამოსხივების საშიშროების ნიშნებით და ა.შ.);

ა.ე) ვეტერინარული კლინიკის გარეთ, დროებით სივრცეებში დიდი ზომის ცხოველთა რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურების დროს,   პერსონალის, როგორც რადიაციული, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება, კერძოდ: გადაღების დროს  რადიოგრაფერს ტყვიის შემცველი ხელთათმანით  უნდა ეჭიროს CR კასეტ