1. ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტების, განყოფილებების პროექტირებისას და დანადგარების განთავსებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს რადიოლოგიური პროცედურების ტიპი, სამუშაო დატვირთვა და  ცხოველების (როგორც პაციენტების) რაოდენობა და სახეობა/ზომა. პერსონალის და მოსახლეობის რადიაციული დაცვის ოპტიმიზაციის მიზნით გაერთიანებული უნდა იქნეს სამი ფაქტორი (დრო, მანძილი და ეკრანირება), რომელიც ეხება დოზის შემცირებას.

2. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის საპროცედუროს რადიაციული დაცვის სტაციონარული ბარიერები (კედლები, იატაკი, ჭერი, დამცავი კარები, სამეთვალყურეო ფანჯარა, დარაბები და სხვა) უნდა უზრუნველყოფდეს რენტგენის გამოსხივების შესუსტებას ისეთ დონემდე, რომლის დროსაც დოზები იქნება ოპტიმიზირებული და არ მოხდება ძირითადი დასაშვები დოზის ზღვრის გადაჭარბება.

3. ვეტერინარული რადიოლოგიური პროცედურები, რომლებიც მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან ინტერვენციულ რადიოლოგიას უნდა ჩატარდეს  მხოლოდ ამ მიზნით გამოყოფილ სათავსებში.

4. ბირთვული მედიცინის ან/და სხივური თერაპიის პროცედურების ჩატარებისას სათავსები, რომლებიც განკუთვნილია ვეტერინარული მკურნალობის მიზნით, შეიძლება დამონტაჟდეს მხოლოდ არასაცხოვრებელ შენობებში.

5. ვეტერინარულ კლინიკაში საკონტროლო და დაკვირვების ზონების რადიაციული დაცვის პრინციპები:

ა) დოზის სიმძლავრე საპროცედუროს მოსაზღვრე სათავსებში არ უნდა აღემატებოდეს 10 მკზვ/სთ საათში;

ბ) საპროცედუროს კარი უნდა უზრუნველყოფდეს დაცვას გაბნეული გამოსხივებისაგან და უნდა იყოს დაკეტილი რენტგენის სხივის ჩართვისას;

გ) რადიაციული საშიშროების ნიშნები უნდა განთავსდეს რენტგენის კაბინეტის საპროცედუროს შესასვლელ კართან ( თვალსაჩინო ადგილას, ნიშნები უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაგები).

6. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტებისა და განყოფილებების პროექტირებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰაერის კონდიცირების სისტემა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას იმ პარამეტრების ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია რენტგენოდანადგარების მწარმოებლის მიერ და თანხვედრაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

7. რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტებისა და განყოფილებების პროექტირებისას, ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს უწყვეტი ელექტრო მომარაგების სისტემა, რათა სისტემის გათიშვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნეს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის კონტროლირებადი გათიშვა.

8. სათავსების (ქირურგია და სამანიპულაციო) ფართი უნდა ითვალისწინებდეს, რომ პროცედურის დროს ადვილად მოხდეს ცხოველების პოზიციონირება და გადაადგილება, რაც პროცედურების დროს იძლევა დასხივების ზემოქმედების დროისა და მეორადი (გაბნეული და პარაზიტული) გამოსხივების დონის შემცირების საშუალებას.

9. რადიაციული დაცვის გაანგარიშება ერთ საპროცედუროში დამონტაჟებული ორი ან მეტი რენტგენის დანადგარისათვის უნდა წარმოებდეს ყველა დანადგარისათვის ცალ-ცალკე. შესუსტების აუცილებელი ჯერადობა და დამცავი კონსტრუქციების სისქე უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი პირობის გათვალისწინებით.

10. საპროცედუროში არ დაიშვება ისეთი დანადგარების განთავსება, აგრეთვე ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომლებიც არ არის წარმოდგენილი ავტორიზაციის დოკუმენტაციაში.

11. რენტგენის დანადგარები ისე უნდა განთავსდეს, რომ გამოსხივების პირდაპირი ნაკადი/სხივი მიმართულ იქნეს კაპიტალური კედლისკენ, რომელსაც ესაზღვრება ნაკლებად დაკავებულობის კოეფიციენტის მქონე სათავსი. არ შეიძლება გამოსხივების პირდაპირი სხივი მიმართული იყოს სათვალთვალო ფანჯრის (სამართავი ოთახის, დამცავი თეჯირის) მიმართულებით.

12. ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური კაბინეტის საპროცედუროს სიმაღლე უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური აღჭურვილობის, კერძოდ, რენტგენის გამომსხივებლის ჭერის სამაგრის, შტატივის, სატელევიზიო მონიტორისა და უჩრდილო ნათურის ფუნქციონირებას.

13. საკონტროლო ზონაში დაუშვებელია უცხო პირთა შესვლა (პირები, რომლებიც არ არიან თანამშრომლები ან დამხმარე პირები), საკონტროლო ზონაში მოხვედრილ ვიზიტორს წინასწარ უნდა ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი რადიაციული უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ და ახლდეს პერსონალი.

14. საპროცედუროში (სადაც ტარდება ვეტერინარული რენტგენოდიაგნოსტიკური პროცედურები) დამცავი ელემენტების სისქის გაანგარიშებისას (მაგ: სტაციონარული კედელის სისქე), აუცილებელია გავითვალისწინებულ იქნეს:

ა)  რენტგენის მილაკის ანოდური ძაბვა;

ბ)  რენტგენის დანადგარის დატვირთვა;

გ)  პირველადი მაიონებელი გამოსხივების სხივის მიმართულება;

დ) გაბნეული მაიონებელი გამოსხივება;

ე)  საპროცედუროს მიმდებარე სათავსების დანიშნულება;

ვ)  ამ ადგილას მომუშავე პერსონალის  შეზღუდული დოზები;

ზ)  რენტგენის დანადგარის მდებარეობა საპროცედუროშ