1. რენტგენოლოგიური პროცედურების განხორციელების უფლება აქვთ 18 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც არა აქვთ სამედიცინო უკუჩვენება, გააჩნიათ შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, გავლილი აქვთ ინსტრუქტაჟი, იცნობენ რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. პირები, რომლებიც გადიან სტაჟირებას, სპეციალიზაციას ან/და სწავლებას (ვეტერინარული სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტები, რეზიდენტები/საექიმო სპეციალობის მაძიებლები), რენტგენოდიაგნოსტიკურ კაბინეტში სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ რადიაციულ და შრომის უსაფრთხოებაში ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ.

3. ყველა პირმა, რომელიც მონაწილეობას იღებს რენტგენოლოგიურ პროცედურებში  ვეტერინარულ დაწესებულებაში, უნდა იცოდეს და დაიცვას ადგილობრივი რადიაციული უსაფრთხოების წესები და პროცედურები.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროცედურის დროს შეუძლებელია (სხვადასხვა კლინიკური მიზეზის გამო) ცხოველის ანესთეზია და პერსონალს უხდება მისი ხელით დაჭერა, პერსონალმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ტყვიის დამცავი ხელთათმანები.

5. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) განახორციელოს პერსონალის სამუშაო ადგილებისა და ინდივიდუალური დოზების რადიაციული კონტროლი (მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში);

გ) აღჭურვილ იქნეს სტაციონარული, გადასატანი და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და გამოიყენოს ისინი, რენტგენოლოგიური გამოკვლევის სახეობის გათვალისწინებით;

დ) აწარმოოს პერსონალის წინასწარი (სამსახურში მიღების დროს) და პერიოდული (ყოველწლიური) სამედიცინო შემოწმება;

ე) ქალები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რენტგენის დანადგართან, ორსულობის მთელი პერიოდისა და ბავშვის ძუძუთი კვების განმავლობაში, გადაიყვანოს ნაკლები რისკის შემცველი საქმიანობის შესრულებაზე;

ვ) არ დაუშვას ერთდროულად ორი ან მეტი რენტგენო-დანადგარის მომსახურება ერთი ვეტერინარი-ოპერატორის მიერ;

ზ) უზრუნველყოს პერსონალი ინდივიდუალური დოზიმეტრებით, აწარმოოს ინდივიდუალური დოზების კონტროლი და მონაცემების აღრიცხვ