ა) ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ იარაღს ან მის კომპონენტებს მიკუთვნებული ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენას, მათ ლოკალიზებას და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი რეაგირების ძალებისთვის შეტყობინებას;

ბ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის ადგილის დაცვასა და მათი დამაზიანებელი ფაქტორების  თავიდან ასაცილებლად სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან/სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად კოორდინირებული ღონისძიებების გატარებას;

გ) ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მოწყობილობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება