2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობასა და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების  საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამტკიცებს დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;

ვ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;

ზ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში)  წარუდგენს წინადადებებს  დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების თაობაზე;

თ) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ი) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობასა და მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, მათ შორის, დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო განრიგთან დაკავშირებით;

კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს  იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ლ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს  ანგარიშს დეპარტამენტის  მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

მ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;

ნ) განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა საკურატორო სფეროებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის  ერთ-ერთი მოადგილ