2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) შიდა სამსახურებრივი საკითხების მოწესრიგების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისათვის საჭირო სამუშაო, ასევე საბრძოლო მომზადებისა და სწავლების გეგმებს;
დ) ანაწილებს საქმეებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის;
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;
ვ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის/კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ასევე დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შიდა სამსახურებრივ საკითხებს მიეკუთვნება ყოველდღიური სამსახურის ორგანიზება, მოსამსახურეთა დანიშნულების ადგილზე გამოძახება და გადაადგილება (მათ შორის მივლინება, რომელიც დაკავშირებული არ არის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან), იარაღის მიმაგრება, საბრძოლო მომზადების/სწავლების ჩატარება, სამოქალაქო უსაფრთხოებისა ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
4. ამ დებულების მე-6 მუხლის „ა“-„ზ“, „ი“ და „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის უფროსები არ ახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
5. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სტრუქტურული ერთეულის უფროსის ორი მოადგილის არსებობის შეთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის დაკისრების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის დირექტორი მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
6. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის მოადგილის წინაშ