2. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, დისციპლინის დაცვას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) აკონტროლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობას;

ე)  ზედამხედველობს საბრძოლო გეგმების შესრულებას;

ვ) მონაწილეობს სამეთაურო სწავლებათა დაგეგმვასა და ჩატარებაში;

ზ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის დირექტორის წინაშ