2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე:
ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს სამსახურში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას;
დ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე/მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (არსებობის შემთხვევაში) და სამსახურის უფროსის წინაშე.
5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საკურატორო სფეროები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანები