ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დამყარება;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ან/და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება