ა) დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ორგანიზება
და სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და ანალიზი;
გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, სამინისტროსთან შეთანხმებითა და სამინისტროს სახელით ხელშეკრულებების დადება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
დ) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კოორდინაცია, საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება, დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება