ხურს ხელმძღვანელობს უფრო
სი (შემდგომში – სამსახურის უფროსი),რომელსა
ც მინი
სტრი
ს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ
ლებს საქართველო
ს პრემიერ
-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, წარმართავს მის საქმიანობას, წყვეტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ;
ე) მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს;
ვ) კომპენტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ასევე მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, აგრეთვე
მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურის დაჯილდოების შესახებ;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
ი) პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებასა და მატერიალურ ფასეულობების განკარგვაზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის სახელით დებს ხელშეკრულებებს;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების, აგრეთვე კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, მინისტრს განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებსა და წინადადებებს;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მოსამსახურეთათვის;
ნ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი მომსახურების თაობაზე;
ო) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსის არყოფნისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის მოადგილ