ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და დადგენილ შემთხვევებში ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის ჩატარება, კანდიდატების შერჩევა, პერსონალური მონაცემების დამუშავება, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური მომზადების დონის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური შემოწმება, მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა დანიშვნის, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების დადება/გაფორმების, სამსახურებრივი/თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალურ წოდებათა მინიჭების, გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება;

ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;

ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება;

ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის ორგანიზება;

თ) მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

ი) სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის ვადის გაანგარიშება და სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება;

კ) თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და პერიოდული განახლება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსამსახურეთა პირად საქმეებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და შეცდომების გასწორება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებ