ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება, განვითარებასთან დაკავშირებული უწყებრივი დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან კოორდინაცია სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავების მიზნით;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ე) საგანგებო სიტუაციების, მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვისა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების წარმოება;
ვ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვება, მონაცემთა დამუშავება, სისტემატიზაცია, ანალიზი და რისკების შეფასება; აგრეთვე ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა, განვითარება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ზ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის ერთიანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის ფორმირება, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა;
თ) ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; ელექტრონული მართვის სისტემების შექმნის პროცესში შესაბამისი სტუქტურული ქვედანაყოფების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უწყვეტი და ეფექტიანი მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა;
კ) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება