ა) ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ამ მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა;

ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისა და ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და ეროვნული სისტემის სხვა სუბიექტებისთვის წარდგენა;

გ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება;

დ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების შესახებ დოკუმენტისა და მისი არასაიდუმლო ადაპტირებული ნაწილის შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის მონაწილე სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული კონცეპტუალური დოკუმენტებიდან გამომდინარე უწყებრივი კონცეპტუალური დოკუმენტებისა და უწყებრივი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;

ვ) საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირების მიზნით, რისკის მუდმივი იდენტიფიცირება, ანალიზი და შეფასება, პრევენციული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა და განხორციელება სახელმწიფო ხელისუფლების
, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაცია, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რეაგირების ძალების მართვის ორგანიზება და სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციის მართვის კოორდინაცია, გარდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სტრატეგიულ (პოლიტიკურ) დონეზე მართვის მიზნით, პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენა, ასევე, სამინისტროს დავალებით ორგანიზაციული, ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური დახმარების აღმოჩენა;

კ) ეროვნული სიტუაციური ოთახის მუდმივი მზადყოფნისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს
ან „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით, სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ორგანიზება, განვითარება და
მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;

მ) საომარი მდგომარეობის დროს, კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის გეგმითა და სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება;

ნ) საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, ხანძრის ჩაქრობის ან/და სამაშველო სამუშაოებში/საავარიო-სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციის ზონებში აღდგენით და ადამიანთა ძებნის სამუშაოებში მონაწილეობის მიღებისა და დაზარალებულებისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნისა და განვითარების ორგანიზება, აგრეთვე ამ სისტემის ფარგლებში
საჭირო მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

პ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმის ორგანიზება, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა სისტემის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებთან ერთად ან დამოუკიდებლად კონკრეტული პროექტების დაგეგმვა და განახორციელება
;

ჟ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა, ასევე სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მარაგების შექმნის, მართვის, შენახვისა და გამოყენების შესახებ მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა; ქვეყანაში სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარების მონიტორინგი და ანალიზი, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სფეროში პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების მინისტრისთვის წარდგენა;

რ) მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადებისათვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფის ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით, შესაბამის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ს) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით, პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნა;

უ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მათზე სათანადო რეაგირება;

ფ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მუდმივი ანალიზი და ვითარების შესახებ მინისტრის ინფორმირება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება;

ქ
) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში გავლის ორგანიზება;

ღ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება;

ყ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა; კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება; მეწარმე სუბიექტთან დადებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) ორგანიზება; მეწარმე სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) თანამშრომელთა მომზადება ან გადამზადება;

შ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების, საკომუნიკაციო გეგმებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის სისტემის ორგანიზება
;

ძ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემთა ბაზაში წინასწარ დარეგისტრირებული, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მობილიზება და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

წ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელება, საავარიო-სამაშველო სამუშაოებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარება;

ხ) საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტებზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ჯ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის საჯაროობის, გამჭვირვალობის, თავისუფალი ხელმისაწვდომობისა და გავრცელების უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა;

ჰ) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ადამიანებისთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა;

ჰ1) საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ჰ2) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დანაყოფებთან უწყებრივი კავშირის გამართულობის უზრუნველყოფა;

ჰ3) სამინისტროს სახელით უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება;

ჰ4) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შესამუშავებლად, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების ანალიზის მიზნით, ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების ოფიციალური სტატისტიკური აღრიცხვა და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება;

ჰ5) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან/კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;

ჰ6) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო მომსახურების გაწევას სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.

თავიIII

საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის

სისტემა

და

მასში

შემავალი

სტრუქტურული

ქვედანაყოფე