ა) საგანგებო სიტუაციის დროს ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების ჩატარება, ხანძრების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად და უწყვეტად შეკრება;

ბ) საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმა;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებებში და საავარიო-სამაშველო/სამაშველო სამუშაოებში
სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმის გეგმის შემუშავება და ამ ღონისძიებებში მათი ჩაბმა;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა ორგანიზება; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების ნებაყოფლობით ჩაბმა;

ე) სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით, შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების აღრიცხვა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში ჩართვა;

ვ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის მოხდის ორგანიზება;

ზ) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის პირადი შემადგენლობისა და ამ ღონისძიებებში ჩაბმული სხვა ძალების/პირების მართვა; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ი) ბირთვულ, რადიაციულ, ბიოლოგიურ და ქიმიურ ინციდენტებზე რეაგირების მიზნით, ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;

კ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

ლ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;

მ) სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

ნ) თავშესაფრების და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობების აღირცხვა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის საფრთხის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში შესაბამისი შტაბის ან/და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების დროულად მომზადება;

პ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის მიზნით;

ჟ) ტერიტორიული დანაყოფებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების
კონტროლი და მათთვის მეთოდური დახმარების გაწევა;

რ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის ინფორმირება და
მომზადების ორგანიზება;

ს) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება