ა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, ანალიზი, ასევე
პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების შემცირების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესრულება ან/და მათი განხორცელების მონიტორინგი;

გ) საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების კოორდინირება;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საგანგებო სიტუაციის შემდგომ პერიოდში გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლა და ანალიზი;

ვ) შესაბამისი უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის განსაზღვრის მიზნით, ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება;

ზ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;

თ) ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მოწვევის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ი) სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტერიტორიული დანაყოფებიდან აღრიცხული თავშესაფრების და თავშესაფრად ვარგისი შენობა-ნაგებობების
შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, სისტემატიზაცია და გაანალიზება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

კ) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და რეაგირების, ასევე უსაფრთხოების სასწავლო პროგრამების შეთანხმება;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ოპერატიული კავშირების უზრუნველყოფა და კოორდინაცია. საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან თანამშრომლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის მიზნით;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის ორგანიზება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება