2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შედგება სტრუქტურული დანაყოფებისგან, რომლებშიც მუშაობენ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საჯარო მოსამსახურეები, სამოქალაქო პირები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას, პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
5. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა, გერბი და სხვ.), რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
6. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკები, შტამპები, ოფიციალური ვებგვერდი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
7. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №