სამსახურის საქმიანობის სფეროა სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) საგანგებო სიტუაციების პრევენცია და მათთვის მზადყოფნის ორგანიზება;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ორგანიზება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების კოორდინირება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის კოორდინირება, რეფორმირება და მდგრადი განვითარება;

ე) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღება;

ვ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების მართვა;

ზ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული სერვისების განვითარების უზრუნველყოფა;

თ) ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელებ