2. კომპლექსური შემოწმების ძირითად საკითხებს წარმოადგენს:

ა)  საგანგებო სიტუაციების მართვის უზრუველყოფის მიზნით, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

ბ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით, მატერიალური რესურსების რეზერვების შექმნაზე, მათ განთავსებაზე, შენახვაზე, განახლებაზე კონტროლი;

გ) კონტროლი საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვისთვის გამიზნულ სახელმწიფო ეკონომიკური, სოციალური და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების შესრულებაზე;

დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების (მათ შორის, მართვის ორგანოების) მზადყოფნისა და შეტყობინების სისტემების, მათ შორის, ლოკალური სისტემების მდგომარეობის შემოწმებების ჩატარება;

ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ობიექტის პერსონალის დაცვის (საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური და სამედიცინო-ბიოლოგიური), მათი ევაკუაციის ორგანიზების კონტროლი;

ვ) კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო მართვის გეგმებისა და რისკის მართვის გეგმების საფუძველზე შემუშავებული რისკის შემცირების ღონისძიების მომზადებაზე;

ზ) კონტროლი სამუშაოთა ორგანიზებაზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებში მრეწველობის დარგებისა და ეკონომიკის ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

3. კომპლექსური შემოწმება ტარდება საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველი კატეგორიის პირველი და მესამე ჯგუფების ობიექტებზე, გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სატრანსპორტო გვირაბებისა, კომპლექსურ შემოწმებაში მონაწილე შესაბამის ორგანოებთან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, შეთანხმებული გეგმით, არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ.

4. კომპლექსური შემოწმების დასრულების შემდგომ, ზედამხედველობის ინსპექტორი კომპლექსურ შემოწმებაში ჩართული შესაბამისი ორგანოების ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე ადგენს აქტს, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების შესახებ დასკვნა, გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით საჭირო რეკომენდაციების მითითები