2. შემოწმების შესახებ მიწერილობა გამოიცემა ობიექტის შემოწმების ჩატარებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა და გამოცემული მიწერილობის ერთი ეგზემპლარი, გამოცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება ობიექტს, ხოლო მიწერილობის მეორე ეგზემპლარი რჩება ზედამხედველობის ორგანოში.
3. ობიექტისათვის მიწერილობის გაგზავნა შესაძლებელია ზედამხედველობის ორგანოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის ან ფოსტის მეშვეობით, აგრეთვე ზედამხედველობის ინსპექტორის მიერ ადგილზე მიტანით. მიწერილობა ზედამხედველობის ორგანოს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გაგზავნისას ჩაბარებულად ითვლება, როდესაც იგი აისახება ამავე პროგრამაში ობიექტის შესაბამის ელექტრონულ გვერდზე. ფოსტის მეშვეობით მიწერილობა ობიექტს ბარდება მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე. თუ მიწერილობა ობიექტს არ ბარდება მისამართზე, ობიექტი უარს ამბობს მიწერილობის ჩაბარებაზე ან თავს არიდებს მიწერილობის ჩაბარებას, ზედამხედველობის ორგანო განმეორებით აგზავნის მიწერილობას ფოსტის მეშვეობით და მისი ობიექტზე ჩაუბარებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება მიწერილობის საჯაროდ გამოცხადების შესახებ. მიწერილობის საჯაროდ გამოცხადება შესაძლებელია განხორციელდეს აგრეთვე ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
4. ობიექტის შემოწმების შედეგად გამოცემული მიწერილობით განისაზღვრება შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების გონივრული ვადები, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.
5. მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების გონივრული ვადა დგინდება გამოვლენილი დარღვევების ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების პოტენციური საშიშროების, გარემოზე ან/და ქონებაზე ზეგავლენის ხარისხის, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულების სირთულის ან/და მათი შესრულებისათვის საჭირო სავარაუდო ვადების გათვალისწინებით.
6. დარღვევის ხასიათის, საშიშროებისა და შესასრულებელი ღონისძიების სირთულის გათვალისწინებით ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობისას, რომელიც გამორიცხავს მიწერილობით განსაზღვრული ღონისძიებების დადგენილ ვადაში შესრულების შესაძლებლობას, ობიექტის მფლობელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების შედეგად გამოცემული მიწერილობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ვადების გაგრძელება დასაშვებია საკონტროლო შემოწმებამდე არაუმეტეს 2-ჯერ, რომლის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
7. ისეთი ნორმის/ნორმების მიღების შემთხვევაში, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს ობიექტის მიმართ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში წაყენებულ მოთხოვნას და ეს მოთხოვნა ობიექტის მიერ ჯერ არ არის შესრულებული, ზედამხედველობის ორგანოს მიერ შესაძლებელია გამოცემული მიწერილობის შესაბამისი ღონისძიების შეცვლა/გაუქმება ან/და საკონტროლო შემოწმების დროს გათვალისწინება.
8. მიწერილობა, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ, აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (წესის დანართი №5).
9. მიწერილობა შესაძლებელია გაუქმდეს ზემდგომი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იმ შემთხვევაში, თუ მიწერილობა შედგენილია ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე დაშვებულია არსებითი ხასიათის უზუსტობები. მიწერილობის გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, მის შედგენაზე უფლებამოსილი პირი გასცემს ახალ მიწერილობა