1. შემოწმების შემდგომ ხორციელდება ობიექტის მიერ მიღებული შეუსაბამობების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმის შესრულების მსვლელობის კონტროლი.
2. კონტროლის ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების მიხედვით შემმოწმებლები ობიექტს წარუდგენენ საინსპექციო მიწერილობას.
3. საინსპექციო მიწერილობა გამოიყენება:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ობიექტმა არ შეასრულა შეუსაბამობების აღმოფხვრის ღონისძიებათა გეგმა და არ აღმოფხვრა გამოვლენილი შეუსაბამობები;
ბ) კონტროლის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე შეუსაბამობის ხარისხიდან და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე ამ შეუსაბამობის ზეგავლენიდან გამომდინარე.
4. საინსპექციო მიწერილობა სავალდებულოა შესასრულებლად. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები.
5. ობიექტის მიერ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ეცნობება ადმინისტრაციას
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 71. საინსპექციო მიწერილობა
თავი XII — სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. საინსპექციო კონტროლი
- მუხლი 10. 1. საკონტროლო შემოწმება ტარდება დეტალური და მიზნობრივი შემოწმებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის გაცემული მიწერილობის შესრულების კონტროლის მიზნით
- მუხლი 4. საინსპექციო კონტროლის სამუშაოების ანაზღაურება
- მუხლი 19. მიწერილობის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი
- მუხლი 39. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო ინსპექტორი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცემს მიწერილობას. მიწერი
- მუხლი 14. 1. მიწერილობა დგება ორ ეგზემპლარად და ენიჭება რეგისტრაციის თარიღი და ნომერი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 63. კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვა
- მუხლი 65. ავიასაწარმოებში საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში შემოწმების ჩატარების გეგმა
- მუხლი 67. შემოწმების შედეგების დასკვნების კატეგორიები
- მუხლი 68. შემოწმების შედეგების აქტი
- მუხლი 69. დასკვნითი განხილვა
- მუხლი 70. შეუსაბამობების აღმოფხვრის ღონისძიებების გეგმა
- მუხლი 72. შემდგომი შემოწმება
- მუხლი 73. შემოწმების ჩატარების რიგითობა
- მუხლი 75. შიდა კონტროლი
- მუხლი 76. შიდა კონტროლის შესრულების ანგარიშგება
- მუხლი 78. დამატებითი ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 71, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-71/