1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ ხორციელდება გეგმური (წელიწადში ერთხელ) ან არაგეგმური საინსპეციო კონტროლი სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების საქმიანობის შეფასებაზე აკრედიტაციის კრიტერიუმებით წამოყენებული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით. საინსპექციო კონტროლი ტარდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ ,,აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების წესის“ საკ 1.4:2006-ის შესაბამისად.
2. არაგეგმური საინსპექციო კონტროლი ხორციელდება აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადის არსებობისას, აგრეთვე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შემთხვევაში, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ აკრედიტებული პირის საქმიანობაში.
3. საინსპექციო კონტროლის შეფასების შედეგები ფორმდება აქტით. საინსპექციო კონტროლის შედეგები განიხილება აკრედიტაციის საბჭოზე გადაწყვეტილებების მისაღებად (აკრედიტაციის მოწმობის შენარჩუნება, ვადის გაგრძელება, შეწყვეტა, შეჩერება და აკრედიტაციის სფეროში ცვლილებების შეტანა)