1. საატესტაციო კომისია სამუშაოების დამთავრების შემდეგ აკეთებს ანალიზს ობიექტის შესაბამისობაზე აკრედიტაციის კრიტერიუმებთან.
2. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, კომისიის ექსპერტთა ჯგუფი რეკომენდაციის სახით წერილობით წარუდგენს ობიექტის ხელმძღვანელობას ატესტაციის მასალებს და, მათ შორის, მონაცემებს აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. რეკომენდაციის შესაბამისად, ობიექტის ხელმძღვანელობა შეიმუშავებს ღონისძიებებს აკრედიტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოფხვრისათვის და განმეორებით წარმოადგენს ანგარიშს მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ