1. აკრედიტაციის ცენტრი წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის ჩასატარებლად და აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის ნიშნავს ექსპერტს. ექსპერტიზის შედეგები აისახება საექსპერტო დასკვნაში, რომელიც შეიცავს წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისობას აკრედიტაციის კრიტერიუმებთან.
2. ექსპერტიზის უარყოფითი შედეგების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრს ეს ინფორმაცია დაჰყავს განმცხადებლამდე. განმცხადებელს შეუძლია ერთი თვის ვადაში დამატებით შეიმუშაოს დოკუმენტები და ისინი წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს განმეორებითი ექსპერტიზისათვის დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე