1. შეფასების შედეგების მიხედვით ფორმდება ატესტაციის აქტი და განიხილება ცენტრის აკრედიტაციის საბჭოზე.
2. საატესტაციო კომისიის აქტის და შეფასების მასალების განხილვის შედეგად აკრედიტაციის საბჭო თავისი რეგლამენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მოწმობის გაცემაზე ან აკრედიტაციაზე უარის თქმაზე. გადაწყვეტილება ფორმდება აკრედიტაციის საბჭოს ოქმის სახით.
3. აკრედიტაციის საბჭო ასევე იხილავს ინფორმაციას შეფასების სხვადასხვა პროცედურების ჩატარების თაობაზე, რის საფუძველზეც აკრედიტაციის კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს:
ა) აკრედიტაციის მოწმობის ვადის გაგრძელებაზე (განმეორებითი აკრედიტაციის ან საინსპექციო კონტროლის შედეგებით);
ბ) აკრედიტაციის სფეროს გაფართოებაზე;
გ) აკრედიტაციის მოწმობის ვადის შეჩერებაზე ან გაუქმებაზე.
4. აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს