საბჭოს გადაწყვეტილებიდან ათი დღის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაიცემა ,,აკრედიტებული ფიზიკური და იურიდიული პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრში“ რეგისტრირებული აკრედიტაციის მოწმობა. აკრედიტებულ პირთან ფორმდება შეთანხმება აკრედიტაციაზე, აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურის მიერ რეესტრში ტარდება:
ა) სერტიფიკაციის ორგანოს მოწმობა და შეთანხმება აკრედიტაციაზე;
ბ) ლაბორატორიის მოწმობა და შეთანხმება აკრედიტაციაზე;
გ) აკრედიტებული პირის აკრედიტაციის დოკუმენტები (აკრედიტაციის სფერო, დებულება, ხარისხის სახელმძღვანელო და ა.შ.).
თავი III
საინსპექციო კონტროლი და ზედამხედველობ