1. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავებულია ,,პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, ,,გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, ეყრდნობა სსტ ენ 45001 : 2006, სსტ ისო/იეკ 17025:2006 სტანდარტებს და ადგენს მოთხოვნებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიები, დაკალიბრების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიები (შემდგომში – ლაბორატორიები), რათა წინამდებარე დოკუმენტის და დამატებით სსტ ენ 45001 : 2006 ან სსტ ისო/იეკ 17025:2006 სტანდარტების (სტანდარტი შეირჩევა ლაბორატორიის მიერ) მოთხოვნათა შესაბამისად, ისინი აღიარებულ იქნენ ტექნიკურ კომპეტენტურობაზე ან ტექნიკური კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე, განსაზღვრული საქმიანობის სფეროში შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად.
2. წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტი განკუთვნილია გამოსაყენებლად:
ა) სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის მიერ (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი) ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის;
ბ) ლაბორატორიებისათვის – აკრედიტაციისათვის მომზადების დროს და შემდგომი საქმიანობის განსახორციელებლად აკრედიტაციის კრიტერიუმების შესაბამისად.
3. ლაბორატორიების აკრედიტაციის ჩასატარებლად გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმები მოცემულია წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტში დანართების სახით
“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 31.12.2012
მუხლი 1. გამოყენების სფერო
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის საბჭოზე
- მუხლი 12. აკრედიტაციის მოწმობა
- მუხლი 13. საინსპექციო კონტროლი
- მუხლი 14. ზედამხედველობა
- მუხლი 15. პუბლიკაცია
- მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 4. ორგანიზაცია და მართვა
- მუხლი 5. პერსონალი
- მუხლი 6. გარემო, შენობა, აღჭურვილობა
როგორ დავიმოწმოთ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო “აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 1, №1, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.40.036.008.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64906/muxli-1-2/