1. ლაბორატორია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი განათლების და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით და უზრუნველყოფდეს მათ მუდმივ სწავლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. ლაბორატორიაში უნდა არსებობდეს აუცილებელი დოკუმენტაცია და მონაცემები, რომლებიც ეხება პერსონალის კვალიფიკაციას, პრაქტიკულ გამოცდილებას.
3. დაკალიბრების და დამოწმების ჩატარების სამუშაოებში მონაწილე სპეციალისტები უნდა იყვნენ ატესტირებულნი აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილი წესით.
4. აკრედიტებული ლაბორატორიის საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ნაწილდება ლაბორატორიის ხელმძღვანელობასა და/ან იმ ორგანიზაციის ადმინისტრაციას შორის, რომლის სტრუქტურულ ქვედანაყოფსაც იგი წარმოადგენს