1. ლაბორატორია უნდა იყოს კომპეტენტური ჩაატაროს შესაბამისი  ტესტირება (გამოცდები) შემდგომში – ტესტირება, ანალიზები, გაზომვები, დაკალიბრება, დამოწმებები.
2. ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს:
ა) ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებისათვის საქმიანობის კონკრეტულ სფეროს და მისი დაქვემდებარების საზღვრებს (ვალდებულებები და პასუხისმგებლობა);
ბ) დოკუმენტირებული დებულება, რომელიც მოიცავს ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს, ორგანიზაციულ სტრუქტურას, კვალიფიცირებული პერსონალით უზრუნველყოფას, ფუნქციებს, უფლებებს, პასუხისმგებლობას, ურთიერთობებს სხვა ორგანიზაციებთან, საინსპექციო კონტროლს.
3. ლაბორატორიას უნდა ჰყავდეს ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ტექნიკური დავალებების, ფუნქციების და ვალდებულებების განხორციელებაზე