1. ლაბორატორიის აკრედიტაცია წარმოადგენს მის ოფიციალურ აღიარებას ტექნიკურ კომპეტენტურობაზე ან ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე განსაზღვრულ საქმიანობის სფეროში კონკრეტული გამოცდების, გაზომვების, ანალიზების, დაკალიბრების, დამოწმებების ჩასატარებლად ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
2. მხოლოდ ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე აკრედიტებულ ლაბორატორიას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო შესაბამისობის შეფასების, გამოცდების, დამოწმების სამუშაოებში. ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე შეფასებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრი.
თავი II
ტექნიკური კომპეტენტურობ