1. ლაბორატორია აღჭურვილ უნდა იქნეს დანადგარებით, მოწყობილობებით, გამზომი საშუალებებით, აგრეთვე სახარჯო მასალებით (ქიმიური რეაქტივები, ნივთიერებები და სხვა), რაც საჭიროა მისი კომპეტენტურობის აღიარებისათვის.
2. გარემო პირობები, რომელშიც ხორციელდება ლაბორატორიული სამუშაოები, გარანტიას უნდა იძლეოდეს მიღებულ გაზომვათა შედეგების უტყუარობაზე.
3. ლაბორატორიის განლაგება, შენობა და ფართობი, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაოს სათანადო წესების დაცვას.
4. ლაბორატორიას უნდა შეეძლოს გაზომვათა შედეგებზე მოქმედი გარემოს ფაქტორების (ტემპერატურის, ტენიანობის, ვიბრაციის, სისუფთავის და სხვა) გათვალისწინება.
5. ზოგ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ორგანიზაციის მოწყობილობები და გამზომი საშუალებები. ასეთ შემთხვევაში ლაბორატორიამ უნდა განახორციელოს ამ მოწყობილობების და გამზომი საშულებების დადგენილი წესით ატესტირება და დამოწმება
“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 31.12.2012
მუხლი 6. გარემო, შენობა, აღჭურვილობა
თავი II — ტექნიკური კომპეტენტურობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 4. ორგანიზაცია და მართვა
- მუხლი 5. პერსონალი
- მუხლი 7. მოწყობილობები და გამზომი საშუალებები
- მუხლი 8. სამუშაო პროცედურები
- მუხლი 9. თანამშრომლობა
- მუხლი 10. აკრედიტებული ლაბორატორიის ვალდებულებები
- მუხლი 11. გარდამავალი დებულებები
როგორ დავიმოწმოთ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო “აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 6, №1, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.40.036.008.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64906/muxli-6-2/