აკრედიტებული ლაბორატორია ვალდებულია:
ა) დააკმაყოფილოს წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტისა და აკრედიტაციის ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმები;
ბ) განაცხადოს მხოლოდ იმ გამოცდათა აკრედიტაციის შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია აკრედიტაციის სფეროთი;
გ) გადაიხადოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ხარჯი;
დ) დამკვეთთან დადებულ ხელშეკრულებაში მიუთითოს, რომ ლაბორატორიის აკრედიტაცია ან მისი გამოცდების ოქმები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ პროდუქცია ან მომსახურება ავტომატურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
ე) შეწყვიტოს საქმიანობა აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;
ვ) აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს ლაბორატორიის საქმიანობის ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც გავლენას მოახდენს ლაბორატორიის შესაბამისობაზე წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტის მოთხოვნებთან;
ზ) აკრედიტაციის მოწმობის გაუქმების შემთხვევაში წერილობით აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს.
თავი VI
გარდამავალი დებულებებ