1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საინსპექციო კონტროლი და ზედამხედველობა ტარდება აკრედიტაციის კრიტერიუმების მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.
2. საინსპექციო კონტროლი ხორციელდება სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.
3. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების პერიოდში აკრედიტებულ სერტიფიკაციის ორგანოებს და ლაბორატორიებს უტარდებათ გეგმური ან არაგეგმური საინსპექციო კონტროლი.
4. გეგმური საინსპექციო კონტროლი ტარდება წელიწადში ერთხელ. არაგეგმური საინსპექციო კონტროლი კი ხორციელდება აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ განაცხადის არსებობისას, აგრეთვე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შემთხვევაში, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ აკრედიტებული პირის საქმიანობაში.
5
. ზედამხედველობა ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესების და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაში წერილობითი ინფორმაციის არსებობის ან ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი მომართვის საფუძველზე. ზედამხედველობა ხორციელდება მიღებული არგუმენტირებული და გადამოწმებული ინფორმაციის შემთხვევაში.
6. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლისა და ზედამხედველობის ჩატარებისას აკრედიტაციის ცენტრი და განმცხადებელი ხელმძღვანელობენ მათ შორის, გაფორმებული ხელშეკრულებით.
7. საინსპექციო კონტროლი ტარდება პროგრამის მიხედვით, რომელიც მოცემულია წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტში (დანართი 1).
8. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების არაგეგმური საინსპექციო კონტროლის დროს შემოწმებას ექვემდებარება ის საკითხები, რომლებიც გახდა საინსპექციო კონტროლის ჩატარების მიზეზი.
9. საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის შედეგები ფორმდება შესაბამისი აქტებით, რომელშიც შეფასება ეძლევა აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების ფაქტობრივ მდგომარეობას და კეთდება დასკვნა აკრედიტაციის მოწმობის შენარჩუნების, ვადის გაგრძელების, მოქმედების ვადის შეწყვეტის, შეჩერების, აკრედიტაციის სფეროში ცვლილებების შეტანის შესახებ (დანართი 2, დანართი 3).
10. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აქტი განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს, აქტის ასლი კი სერტიფიკაციის ორგანოს/ლაბორატორიას.
11. ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
12. საინსპექციო კონტროლის და/ან ზედამხედველობის საფუძველზე, აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში, ხელახალი აკრედიტაციის მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შემდეგ
“აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 31.12.2012
მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები
თავი XI — გარდამავალი დებულებები
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო “აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 3, №1, 07.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.40.036.008.747 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64906/muxli-3-3/