წინამდებარე სახელმძღვანელო დოკუმენტში გამოიყენება შემდეგი ტერმინები და მათი განმარტებები:
ა) აკრედიტაციის სისტემა – სისტემა, რომელსაც აქვს პროცედურებისა და მართვის საკუთარი წესები აკრედიტაციის განხორციელებისთვის;
ბ) შესაბამისობის შეფასება – პროცედურა, რომლითაც დგინდება შესრულებულია თუ არა ტექნიკური რეგლამენტების ან სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნები;
გ) აკრედიტაციის კრიტერიუმები – სისტემის იმ მოთხოვნათა ერთობლიობა, რომლებიც გამოყენებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ და რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სერტიფიკაციის ორგანოები და ლაბორატორიები იმისათვის, რომ გახდეს აკრედიტებული;
დ) საინსპექციო კონტროლი – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების განუწყვეტლად შესრულების მონიტორინგის მიზნით განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, გარდა განმეორებითი შეფასებისა;
ე) ზედამხედველობა – განხორციელებული საქმიანობის სახეობათა ნაკრები, რომელიც მიმართულია ტექნიკური რეგლამენტების, აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაციის ან ადმინისტრაციული ორგანოების წერილობითი მომართვის საფუძველზე რეაგირებისათვის