1. საინსპექციო კონტროლის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრის ექსპერტთა ჯგუფი, გეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარების ღირებულებას იხდის აკრედიტებული იურიდიული ან ფიზიკური პირი აკრედიტაციაზე ხელშეკრულების საფუძველზე (განმცხადებელი ანაზღაურებს საინსპექციო კონტროლის ჩატარებასთან დაკავშირებულ თანხებს სამივლინებო ხარჯების ჩათვლით). არაგეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარებას, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფს აკრედიტაციის ცენტრი.
2. საინსპექციო კონტროლის ჩატარების სამუშაოები მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საინსპექციო კონტროლისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს;
ბ) აკრედიტაციის დოკუმენტაციის ანალიზს;
გ) აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების საქმიანობის შესწავლას;
დ) სფეროს გაფართოების პროცედურის დოკუმენტალურ ანალიზს;
ე) აკრედიტაციის ვადის გაგრძელებისას განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ექსპერტიზას.
3. სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების ზედამხედველობას აკრედიტაციის ცენტრი ატარებს მხოლოდ საკუთარი ხარჯებით.
დანართი 1
(სარეკომენდაციო)
საინსპექციო კონტროლის და ზედამხედველობის ჩატარების ზოგადი კითხვარი
1. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების გეგმური საინსპექციო კონტროლის დროს შემოწმებას ექვემდებარება:
ა) სერტიფიკაციის ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ორგანიზაციული სტრქუტურა;
ბ) სერტიფიკაციის ორგანოს ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან და ლაბორატორიებთან ხელშეკრულების საფუძველზე;
გ) პროდუქციის (მომსახურების) სერტიფიცირებაზე შემოსული განაცხადების მიღების, რეგისტრაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზის, სერტიფიცირებაზე გადაწყვეტილების მიღების, სერტიფიკაციის სქემის შერჩევის არსებული წესის მდგომარეობა;
დ) სერტიფიკაციის ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატების) ანალიზი და მისი შესაბამისობა აკრედიტაციის სფეროს მოთხოვნებთან;
ე) სერიული წარმოებისას პროდუქციის ხარისხის სტაბილურობაზე ჩატარებული საინსპექციო კონტროლის შედეგების ანალიზი;
ვ) პროდუქციის იდენტიფიკაციის პროცედურების, ნიმუშების აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში მისი გამოცდის ჩატარების პირობების დაცვა;
ზ) აკრედიტაციის სფეროს დაცვა, გამოცდის შედეგების შესაბამისად სერტიფიკატის გაფორმება და გაცემა;
თ) სამუშაოთა ხარისხის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი დროის ფაქტორის და შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისობა;
ი) რეაგირება განმცხადებლის პრეტენზიებზე (არსებობის შემთხვევაში), გატარებული ღონისძიებების შედეგები აპელაციის შემდეგ;
კ) აკრედიტაციის კრიტერიუმების შესაბამისად პერსონალისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულების პირობების შემოწმება;
ლ) პერსონალის მომზადების მდგომარეობა (ექსპერტების ატესტაცია, კვალიფიკაციის ამაღლება); მოწვეული ექსპერტების ხელშეკრულებების არსებობა;
მ) ხარისხის სისტემის ფუნქციონირების და შემოწმებების (აუდიტების) ჩატარების დოკუმენტაციის ანალიზი;
ნ) ორგანიზაციულ-მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტაციის მდგომარეობა, შენახვა ფონდის დროული აქტუალიზაციის ანალიზი;
ო) აკრედიტაციის ცენტრში წარმოდგენილი ინფორმაციის არსებობა, მითითების შესრულების ანალიზი;
პ) საქმიანობის კონფიდენციალობის დაცვა.
2. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების ზედამხედველობის დროს გამოსაყენებელ მეთოდებს თავისი
კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს აკრედიტაციის ცენტრი.
3. აკრედიტებული ლაბორატორიების გეგმური საინსპექციო კონტროლის დროს შემოწმებას ექვემდებარება:
ა) ლაბორატორიის ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა, ორგანიზაციული სტრუქტურა;
ბ) აკრედიტაციის სფეროს დაცვა;
გ) ლაბორატორიის ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ანალიზი;
დ) ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს ფარგლებში საჭირო მოწყობილობების და გამზომი საშუალებების ტექნიკური მდგომარეობა, ატესტაციების და დამოწმებების მოწმობების არსებობა, მათი შედარება პასპორტის მონაცემებთან;
ე) ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდების ოქმების გაფორმების წესის დაცვა, გამოცდის მეთოდების არჩევის სისწორე;
ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმების ანალიზი, მათი შესაბამისობა დამტკიცებულ აკრედიტაციის სფეროს მოთხოვნებთან;
ვ) ჩატარებული მუშაობის შედეგების რეგისტრაციის წესის დაცვა;
ზ) სამუშაოთა ხარისხის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი დროის ფაქტორის და შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისობა;
თ) ნორმატიული დოკუმენტაციის ფონდის არსებობა, მისი რეგისტრაციის და აქტუალიზაციის ანალიზი;
ი) აკრედიტაციის კრიტერიუმების შესაბამისად პერსონალისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულების პირობების შემოწმება;
კ) პერსონალის მომზადების მდგომარეობა (კვალიფიკაციის ამაღლება, ატესტაცია);
ლ) ,,ხარისხის სახელმძღვანელოს“ შესაბამისად ხარისხის სისტემის დოკუმენტირებული მეთოდიკების და წესების არსებობა;
მ) ხარისხის სისტემის ფუნქციონირების და შემოწმებების (აუდიტების) ჩატარების შესახებ დოკუმენტაციის ანალიზი;
ნ) საგამოცდო ნიმუშების მიღების, შენახვისა და დაბრუნების (უტილიზაციის) წესების დაცვა;
ო) ლაბორატორიის თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ ინსტრუქციის არსებობა;
პ) ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების შემოწმება ტესტირების ანალიზების, გაზომვების, დაკალიბრების, დამოწმების ჩატარების დროს (მათ შორის, სტანდარტული ნიმუშების გამოყენებით);
ჟ) რეკლამაციების განხილვის პროცედურების შემოწმება;
რ) ლაბორატორიის უზრუნველყოფა ქიმიური რეაქტივებით, მასალებით, ნიადაგებით, სტანდარტული ნიმუშებით, ეტალონებით, მათი შენახვის პირობები და ვარგისიანობა;
ს) ლაბორატორიის შენობისა და გარემო პირობებისადმი წაყენებული მოთხოვნების დაცვა (ლაბორატორიას უნდა შეეძლოს საქმიანობის სწორად ჩატარებისათვის ელექტროენერგიით, განათებით, გათბობით, ვენტილაციით უზრუნველყოფა, უსაფრთხოების მოთხოვნათა პირობების და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა);
ტ) ლაბორატორიათაშორისი შედარებითი გამოცდების შედეგები;
უ) საქმიანობის კონფიდენციალობის დაცვა.
4. აკრედიტებული ლაბორატორიების ზედამხედველობის დროს გამოსაყენებელ მეთოდებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს აკრედიტაციის ცენტრი.
დანართი 2
სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”
“––––“ –––––––––– 200 წ. ქ. –––––––––––––
აკრედიტებული პირის საინსპექციო კონტროლის ჩატარების
ა ქ ტ ი №
(სერტიფიკაციის ორგანოს, ლაბორატორიის დასახელება)
სერტიფიკაციის ორგანოს, ლაბორატორიის ხელმძღვანელი:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
მისამართი:
საინსპექციო კონტროლის ჩატარების საფუძველი:
აქტი შეადგინა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ესწრებოდა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1.
საწყისი მონაცემები: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სერტიფიკაციის ორგანოს, ლაბორატორიის დასახელება)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აკრედიტებული: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აკრედიტაციის მოწმობის № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სერტიფიკაციის ორგანოს /ლაბორატორიის იურიდიული სტატუსი:
2. საინსპექციო კონტროლის შედეგები
დანართი ----- გვერდზე.
3. დასკვნა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქტი შედგენილია ––––––––––––– ეგზემპლარად და ხელს აწერს:
სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო –
აკრედიტაციის ცენტრის“
წარმომადგენლები:
1. –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი, თანამდებობა
2. –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი, თანამდებობა
3. –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი, თანამდებობა
4. –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი, თანამდებობა
სერტიფიკაციის ორგანოს/
ლაბორატორიის
ხელმძღვანელი –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი, თანამდებობა
აქტის ერთი ეგზემპლარი
მივიღე: –––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა სახელი, გვარი, თანამდებობა
დანართი 3
სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო –
აკრედიტაციის ცენტრი”
„––––“ –––––––––– 200 წ.
ქ. –––––––––––––
აკრედიტებული პირის ზედამხედველობის ჩატარების
ა ქ ტ ი №
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სერტიფიკაციის ორგანოს, ლაბორატორიის დასახელება)
სერტიფიკაციის ორგანოს, ლაბორატორიის ხელმძღვანელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
მისამართი:
ზედამხედველობის ჩატარების საფუძველი:
აქტი შეადგინა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ესწრებოდა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საწყისი მონაცემები:
(სერტიფიკაციის ორგანოს, ლაბორატორიის დასახელება)
აკრედიტებული: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მოწმობის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა
აკრედიტაციის მოწმობის №
სერტიფიკაციის ორგანოს /ლაბორატორიის იურიდიული სტატუსი:
2. ზედამხედველობის ჩატარების შედეგები
დანართი
გვერდზე.
3. დ ა ს კ ვ ნ ა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქტი შედგენილია ––––––––––––– ეგზემპლარად და ხელს აწერს:
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო –
აკრედიტაციის ცენტრის“
წარმომადგენლები: 1. ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
სახელი, გვარი, თანამდებობა
2. ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
სახელი, გვარი, თანამდებობა
3. ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
სახელი, გვარი, თანამდებობა
4. ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
სახელი, გვარი, თანამდებობა
სერტიფიკაციის ორგანოს/ ლაბორატორიის
ხელმძღვანელი ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
სახელი, გვარი, თანამდებობა
აქტის ერთი ეგზემპლარი
მივიღე: ––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა
სახელი, გვარი, თანამდებობა
აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი
აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი – საკ 1.5 : 2006
1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აკრედიტაციის სისტემის რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) სტრუქტურის, შინაარსისა და წარმოების წესებს.
2. წინამდებარე წესის მოთხოვნები სავალდებულოა აკრედიტაციის სისტემის ყველა მონაწილისათვის.
2. განმარტებები
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აკრედიტაციის სისტემის რეესტრი – სააღრიცხვო დოკუმენტი პროდუქციის და მომსახურების შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების, ხარისხის სისტემების და პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების (შემდგომში – სერტიფიკაციის ორგანოები), ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, დაკალიბრების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების (შემდგომში – ლაბორატორიები), ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტების, აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენეტების, საექსპორტო პროდუქციის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის – შესაბამისობის სერტიფიკატების რეგისტრაციისათვის (შემდგომში – აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირები და დოკუმენტები);
ბ) რეგისტრაცია – აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების და დოკუმენტების შეტანა რეესტრში მათი აღრიცხვისა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მიზნით.
3. ზოგადი მოთხოვნები
1. რეესტრი წარმოადგენს აკრედიტაციის სისტემის საკონტროლო-სააღრიცხვო ელემენტს და რეგისტრირებული აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების და დოკუმენტების ოფიციალურ ინფორმაციის წყაროს.
2. რეესტრის წარმოების მიზანია:
ა) აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების და დოკუმენტების აღრიცხვა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება;
ბ) აკრედიტაციის სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისათვის საჭირო საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) რეგისტრირებული აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების და დოკუმენტების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმაციით უზრუნველყოფა.
3. რეესტრის წარმოებას ახორციელებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი).
4. რეესტრის წარმოებას ახორციელებენ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მისი წარმოების სისწორეზე.
5. რეესტრის წარმოება ხორციელდება დოკუმენტური და/ან ელექტრონული სახით.
6. აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირებს და დოკუმენტებს იურიდიული ძალა ენიჭებათ მხოლოდ რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
4. რეესტრის სტრუქტურა
1. რეესტრის სატიტულო ფურცლის ფორმა მოცემულია დანართ 1-ში.
2. რეესტრის განყოფილებები და სტრუქტურა მოიცავს:
ა) განყოფილება 1.0 – აკრედიტაციის სისტემის დოკუმენტები;
ბ) განყოფილება 2.0 – აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები.
ქვეგანყოფილებები:
ბ.ა) 2.1.
პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოები;
ბ.ბ) 2.2.
მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოები;
ბ.გ) 2.3.
ხარისხის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოები;
ბ.დ) 2.4.
პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები;
ბ.ე) 2.5.
რეზერვი.
გ) განყოფილება 3.0 – აკრედიტებული ლაბორატორიები
ქვეგანყოფილებები:
გ.ა) 3.1.
ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიები;
გ.ბ) 3.2.
დაკალიბრების ლაბორატორიები;
გ.გ) 3.3.
მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიები;
გ.დ) 3.4.
რეზერვი.
დ) განყოფილება 4.0 – ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტები;
ე)
განყოფილება 5.0 – საექსპორტო პროდუქციის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტები – შესაბამისობის სერტიფიკატები.
5. რეესტრის წარმოება
1. რეესტრის წარმოება ითვალისწინებს:
აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირთა და დოკუმენტების რეგისტრაციას და მათზე შესაბამისი ინფორმაციის შეტანას, რომელიც განსაზღვრულია რეესტრის განყოფილებების ფორმებით.
2. ჩამონათვალი დოკუმენტებისა, რომელთა საფუძველზე ხდება რეესტრის წარმოება და რეესტრის ფორმები მოცემულია მე-2 და მე-3 დანართებში.
3. აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების და დოკუმენტების რეგისტრაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში.
4. რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა მოცემულია 4, 5, 6 დანართებში.
5. რეგისტრაციაზე წარდგენილი დოკუმენტები წარმოადგენს
აკრედიტაციის სისტემის რეესტრის ფონდს და ექვემდებარება შენახვას მათი მოქმედების პერიოდში და ამ პერიოდის გასვლიდან 3 წლის განმავლობაში.
6. აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირები და დოკუმენტები მოქმედების ვადის გასვლის ან გაუქმების შემთხვევაში ექვემდებარება რეესტრიდან ამოღებას. რეესტრიდან ამოღებული სარეგისტრაციო ნომრები მეორედ არ გამოიყენება.
7. რეესტრის რეგისტრაციის ჟურნალები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი უცხო პირთათვის, ხოლო საინფორმაციო ბაზასთან დაშვება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირთა და დოკუმენტებში ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მუდმივად უნდა იქნეს შეტანილი რეესტრში.
დანართი 1
(სავალდებულო)
აკრედიტაციის სისტემის რეესტრის სატიტულო ფურცლის ფორმა
აკრედიტაციის სისტემა
აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრი
დანართი 2
(სავალდებულო)
ჩამონათვალი დოკუმენტებისა, რომელთა საფუძველზეც ხდება რეესტრის წარმოება
1. აკრედიტაციის სისტემის დოკუმენტები:
ა) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება;
ბ) დოკუმენტი აკრედიტაციის ცენტრის დებულების მიხედვით.
2. სერტიფიკაციის ორგანოები:
ა) განაცხადი;
ბ) აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაცია;
გ) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება;
დ) აკრედიტაციის მოწმობა;
ე) აკრედიტაციის სფერო;
ვ) შეთანხმება აკრედიტაციაზე;
ზ) რეზერვი.
3. ლაბორატორიები
ა) განაცხადი;
ბ) აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაცია;
გ) აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება;
დ) აკრედიტაციის მოწმობა;
ე) აკრედიტაციის სფერო;
ვ) შეთანხმება აკრედიტაციაზე;
ზ) რეზერვი.
4. ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტები:
ა) განაცხადი;
ბ) სწავლების დოკუმენტი;
გ) ატესტაციის მოწმობა.
5. საექსპორტო პროდუქციის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი):
ა) განაცხადი;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი.
დანართი 3
(სავალდებულო)
რეესტრის განყოფილებების ფორმები
1.0.
აკრედიტაციის სისტემის ნორმატიული დოკუმენტები
დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი
დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი
დოკუმენტის აღნიშვნა და დასახელება
განკარგულების/
ბრძანების ნომერი და თარიღი
შენიშვნა
1
2
3
4
5
2.0. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოები
2.1. პროდუქციის სერტიფიკაციის ორგანოები
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ორგანოს დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის სახელი, გვარი
აკრედიტაციის სფერო (ჩამონათვალი ჯგუფების მიხედვით)
აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
1
2
3
4
5
6
2.2. მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოები
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ორგანოს დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის გვარი, ინიციალი
აკრედიტაციის სფერო
(მომსახურების ჯგუფების დასახელება)
აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
2.3. ხარისხის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ორგანოს დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის გვარი, ინიციალი
აკრედიტაციის სფერო
(საქმიანობის სახეობათა მიხედვით)
აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
2.4. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ორგანოს დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის გვარი, ინიციალი
აკრედიტაციის
სფერო
(საქმიანობის სახეობათა მიხედვით)
საერთაშორისო აღიარება
აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
3.0. აკრედიტებული ლაბორატორიები
3.1. ტესტირების (მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიები)
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრა
-
ციო
ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ლაბორატორიის დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანე
-
ლის გვარი, ინიციალი
აკრედიტაციის სახეობა
აკრედიტაციის სფერო
(საქმიანობის სახეობათა
მიხედვით)
საერთაშორისო აღიარება
(ლაბორატორიათაშო
-
რისო გამოცდების ჩატარება)
ინფორმაცია დასახელებული ლაბორატორიე
-
ბის შესახებ
აკრედიტა
-
ციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
3.2. დაკალიბრების ლაბორატორიები
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო
ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ლაბორატორიის დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის გვარი, ინიციალი
აკრედიტაციის სახეობა
აკრედიტაციის სფერო (დასაკალიბრებელი გაზომვის საშუალებები, ჯგუფების დასახელება)
აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
3.3. მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიები
აკრედიტაციის მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა
ლაბორატორიის დასახელება
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ხელმძღვანელის გვარი, ინიციალი
აკრედიტაციის სახეობა
აკრედიტაციის სფერო
(დასამოწმებელი
გაზომვის საშუალებების
ჯგუფების დასახელება)
აკრედიტაციაზე შეთანხმების თარიღი, მოქმედების ვადა
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
4. ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტები
მოწმობის რეგისტრაციის ნომერი
მოწმობის მოქმედების ვადა
სახელი, გვარი,საქმიანობის მიმართულება (პროდუქციის, მომსახურების, ხარისხის სისტემების, პერსონალის სერტიფიცირება)
სწავლების დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანიზაციის დასახელება
სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, მისამართი
მისამართი, ტელეფონის ნომერი
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
5.0. საექსპორტო პროდუქციის შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი – შესაბამისობის სერტიფიკატი
№
შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი
შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა
პროდუქციის დასახელება და კოდი
ნორმატიული დოკუმენტის აღნიშვნა, რომლის შესაბამისობაზეც სერტიფიცირებულია პროდუქცია
შესაბამისობის სერტიფიკატის გამცემი სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, მისამართი
სერტიფიკაციის ორგანოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი
აკრედიტებული ლაბორატორიის დასახელება, გამოცდის ოქმის ნომერი, თარიღი
შენიშვნა
E1
E2
3
4
5
6
7
8
9
დანართი 4
(სავალდებულო)
აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა
აკრედიტაციის სისტემის მონაწილე პირების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა შედგება შემდეგი მონაცემებისაგან:
ა) საქართველოს კოდი საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით GEO (268);
ბ) ობიექტის საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) რეესტრის განყოფილების და ქვეგანყოფილების კოდი;
დ) რეგისტრაციის რიგითი ნომერი (ოთხნიშნა რიცხვი).
მაგალითად: GEO (268)
- --------- - 2.1 - 0001
კოდი
დანართი 5
(სავალდებულო)
აკრედიტაციის სისტემის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა
აკრედიტაციის სისტემის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა შედგება შემდეგი მონაცემებისაგან:
ა) აკრედიტაციის ცენტრის შემოკლებული დასახელება- “საკ”;
ბ) რეესტრის განყოფილების კოდი;
გ) რიგითი ნომერი;
დ) გამოშვების წელი
მაგალითად: საკ 1.1 : 2006
დანართი 6
(სავალდებულო)
ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა
ატესტირებული სერტიფიკაციის ექსპერტების რეესტრის სარეგისტრაციო ნომრის სტრუქტურა შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
ა) საქართველოს კოდი საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით GEO (268);
ბ)
რეესტრის განყოფილების კოდი;
გ) საქმიანობის მიმართულების კოდი;
დ) მოწმობის ნომერი.
მაგალითად: GEO (268)
- 5.0 ----------------- - ----------------------------
საქმიანობის მოწმობის ნომერი
მიმართულების
კოდი
აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი
აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი – საკ 1.6 : 2006
1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი (შემდგომში – საბჭო) განსაზღვრავს საბჭოს სტრუქტურას, უფლებებს, მოვალეობებს, პასუხისმგებლობას, მუშაობის ორგანიზების წესს.
2. ზოგადი მოთხოვნები
1. სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ (შემდგომში – ცენტრი) საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს და მოწოდებულია აკრედიტაციის სფეროში მიმდინარე სამუშაოების პერიოდული განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, აკრედიტაციის სისტემის ნორმატიული აქტებით და სტანდარტებით, ცენტრის დებულებით და წინამდებარე რეგლამენტით.
3. საბჭოს მოვალეობები
საბჭოს მოვალეობაა:
ა) ცენტრის საქმიანობის სფეროში სამუშაო პროგრამების, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა შესაბამისი რეკომენდაციების გაცემით;
ბ) პროდუქციის და მომსახურების შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების (შემდგომში – სერტიფიკაციის ორგანოები), ტესტირების (საგამოცდო), მათ შორის, ანალიზური, გამზომი ლაბორატორიების, დაკალიბრების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების (შემდგომში – ლაბორატორიები) აკრედიტაციის შედეგების განხილვა და მის საფუძველზე აკრედიტაციის მოწმობის გაცემაზე ან აკრედიტაციაზე უარის თქმაზე გადაწყვეტილების მიღება;
გ) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაციების), საჩივრების განხილვა და რეკომენდაციის ძალის მქონე გადაწყვეტილებების მიღება;
დ) ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის (მათ შორის, არაგეგმური) უარყოფითი შედეგების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ცენტრის მიერ შემდგომი რეაგირების მიზნით;
ე) შესაბამისობის შემფასებელი ფიზიკური პირების ატესტაციის ჩატარება. მათ შორის, სერტიფიკაციის ორგანოების და ლაბორატორიების ექსპერტების უფლებამოსილების ოფიციალური აღიარება განსაზღვრული საქმიანობის განსახორციელებლად და ექსპერტის წოდების მოწმობის გაცემა შესაბამისი მიმართულებების მიხედვით.
4. საბჭოს უფლებები
საბჭოს უფლებებია:
ა) შეიმუშაოს წინადადებები შესაბამისობის შემფასებელი ლაბორატორიების, დაკალიბრების, მეტროლოგიური დამოწმების ლაბორატორიების, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანო), ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის ეფექტურობის ასამაღლებლად;
ბ) მიიღოს რეკომენდაციის ძალის მქონე გადაწყვეტილება აკრედიტაციაზე შეთანხმების გაუქმების ან ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების შეჩერების ან ანულირების შესახებ;
გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის ვადის გაგრძელების თაობაზე, რის შესახებაც ცენტრი წერილობით აცნობებს აკრედიტებულ პირს;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს აკრედიტაციის სფეროს კონკრეტულ საკითხებში დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები და ანაზღაურებადი მოწვეული სპეციალისტები.
5. საბჭოს შემადგენლობა და სტრუქტურა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – ცენტრის გენერალური დირექტორი.
2. საბჭოს მუდმივი შემადგენლობა ყალიბდება ცენტრის გენ. დირექტორის განკარგულებით.
3. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის კონკრეტულ შემთხვევებში საბჭოს მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობისათვის მოიწვევიან დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები და ანაზღაურებადი სპეციალისტები.
6. პასუხისმგებლობა
საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან:
ა) თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესრულების სისრულესა და სისწორეზე;
ბ) მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობასა და უტყუარობაზე;
გ) საბჭოს შემადგენლობაში თავიანთი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვაზე.
7. საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომლის მიზანია აკრედიტაციის სფეროში მიმდინარე სამუშაოების პერიოდული განხილვა და რეკომენდაციის ძალის მქონე გადაწყვეტილებების მიღება.
2. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე.
3. საბჭო თავის სხდომებზე განიხილავს მისი დებულებით განსაზღვრულ საკითხებს. საბჭოს და მის თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება დაავალოს ცენტრის თანამშრომლებს მის კომპეტენციაში არსებული ნებისმიერი საკითხის მომზადება საბჭოს სხდომაზე განსახილველად.
4. საბჭოს სხდომების პერიოდულობას ადგენს თავმჯდომარე განხილვაზე შემოსული მასალების რაოდენობიდან გამომდინარე.
5. თუ საკითხის აქტუალობა არ მოითხოვს მის აუცილებლად სხდომაზე განხილვას და დაინტერესებული მხარეების დასწრებას, საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება საბჭოს წევრთა გამოკითხვის გზით. საბჭოს წევრთა შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
6. საბჭო უფლებამოსილია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მოიწვიოს დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომის გამართვამდე მინიმუმ ორი დღით ადრე.
7. საბჭოზე განსახილველად საკითხი გამოაქვს ცენტრის იმ თანამშრომელს, რომელსაც ევალება განსახილველი საკითხის მომზადება. პასუხისმგებლობა მასალების სრულყოფილად წარმოდგენასა და მის უტყუარობაზე ეკისრება საკითხის გამტანს.
8. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები (საბჭოზე განსახილველი საკითხების პროექტი) საბჭოს წევრებს გადაეცემათ სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე.
9. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.
10. განხილულ საკითხთან დაკავშირებით სხდომა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს უჭერს საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი და საჭიროების შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი განკარგულება. თუ ხმების რაოდენობა გაიყოფა, გადამწყვეტი ხმის უფლება გააჩნია საბჭოს თავმჯდომარეს.
11. საკითხების გადაწყვეტა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ცენტრის საბჭოს რეგლამენტის მე-3 მუხლით, შესაძლებელია გადაწყდეს საბჭოს გარეშე გენერალური დირექტორის განკარგულების საფუძველზე.
12. საბჭოს სხდომის შედეგები სამი სამუშაო დღის განმავლობაში ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ოქმის რიგითი ნომერი, სხდომის ჩატარების თარიღი, საბჭოს დამსწრე წევრთა და მოწვეულთა გვარები, დადგენილება. ოქმს ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. წარმოდგენილი მასალები ერთვის სხდომის ოქმსა და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
13. აკრედიტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები ტარდება აკრედიტაციის სისტემის რეესტრში.
14. საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი სავალდებულოა აკრედიტაციის სისტემის ყველა მონაწილისათვის