1. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იზოლაციაში მყოფი იმ ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის შემოწმებისას, რომლებიც გადმოყვანილნი იყვნენ სასაზღვრო საინსპექციო პუნქტიდან ან სატრანსპორტო საშუალებიდან HPAI-ზე ეჭვის ან მისი დადასტურებისას, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტების შემოწმება, ამგვარი დოკუმენტების ან ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში;

ბ) იზოლაციაში მყოფი ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკური შემოწმება და სხვა დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა დაავადებული ფრინველის კლინიკური შემოწმება;

გ) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების ყუთებში ან გალიებში განთავსებული ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველიდან.

2. ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის დაკვლის შემთხვევაში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იდენტიფიცირებულ წარმოშობის საფრინველეს ინსპექტირებისას გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველის პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველის კლინიკური ისტორიის შეფასებისა და კლინიკური შემოწმებების ჩათვლით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაკლაოს იმ სახელმწიფო ვეტერინარის კონსულტაციები, რომელმაც უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია წინა შემოწმების ჩატარებისა და დაკვლამდე და დაკვლის შემდგომი შემოწმების შედეგების შესახებ;

გ) ვიდრე სააგენტო მიიღებს შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ საეჭვო აფეთქება გამოირიცხა ამ პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

დ) გარდა სტანდარტული ნიმუშებისა, დამატებით ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნეს არანაკლებ ხუთი დაავადებული, მკვდარი ან სასაკლაოზე დაკლული პათოლოგიურ ცვლილებებიანი ფრინველის ნიმუშები;

ე) ამ პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამოკვლევის დასრულების შემდგომ, თუ ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები უარყოფითია და არ არსებობს HPAI-ზე კლინიკური ეჭვი წარმოშობის საფრინველესა და სასაკლაოზე, შესაძლებელია სააგენტომ შეწყვიტოს ზედამხედველობ