წესის მე–18-29-ე მუხლების შესაბამისად დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები შეწყვეტილი უნდა იქნეს დაინფიცირებულ საფრინველეში წინასწარი დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარებიდან არანაკლებ 21 დღის შემდგომ იმ პირობით, რომ:
ა) დამცავ ზონაში არსებული ყველა კომერციული საფრინველე ინსპექტირებულ იქნა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და ამ დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს 23-ე მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველი ინსპექტირება და კლინიკური შემოწმებები დასრულდა უარყოფითი შედეგებით;
ბ) დამცავ ზონაში იდენტიფიცირებული ყველა არაკომერციული საფრინველე ინსპექტირებულ იქნა სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და არც კლინიკური შემოწმებებისა და არც ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად არ წარმოქმნილა ეჭვი ფრინველის გრიპის არსებობაზე;
გ) ამ დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოს 23-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი მონიტორინგი უარყოფითი შედეგებით დასრულდ