სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ საფრინველეს ინსპექტირებისას, რომელშიც აღინიშნება სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდა ან პროდუქტიულობის ცვლილება, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველეს პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება. დღიური სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდის (ფრინველის გუნდის სიკვდილიანობის კოეფიციენტი > 3 ჯერ) ან დღიური კვერცხდების (>5%) ან წყლის და/ან საკვების მიღების დღიური მაჩვენებლის (>5%) შემცირების შემთხვევაში, თითოეული საწარმოო ერთეულიდან აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა სავარაუდოდ დავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასება