როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს იმ საფრინველეს შემოწმებას, რომელზეც წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გავრცელდა გამონაკლისები, გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:
ა) საფრინველეს პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების შემოწმება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, მათ შორის საავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის, კლინიკური ისტორიის შეფასება და კლინიკური მდგომარეობის შესწავლა;
გ) HPAI-ის ბოლო გამოვლენიდან 21 დღის შემდეგ, სულ მცირე 21 დღიანი ინტერვალის გათვალისწინებით ლაბორატორიული გამოკვლევების სტანდარტული ნიმუშების ნაცვლად აღებული უნდა იქნეს შემდეგი ნიმუშები:
გ.ა) ადგილზე არსებული მკვდარი ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა მკვდარი ფრინველიდან ნიმუშების აღება;
გ.ბ) ტრაქეალური/ოროფარინგეალური ან კლოაკალური ნაცხი აღებულ უნდა იქნეს სულ მცირე 60 ფრინველიდან ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველიდან; 60 ფრინველზე ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა ფრინველზე ნაკლების შემთხვევაში ნაცხი აღებულ უნდა იქნეს არსებული რაოდენობიდან; იმ შემთხვევაში, თუ ფრინველი მცირე ზომისაა, ეგზოტიკურია და მათთან შეხება საშიშია ადამიანებისათვის, ნიმუშები შეგროვებული უნდა იქნეს ახლად გამოყოფილი ექსკრემენტებიდან.
დ) რისკის შეფასების საფუძველზე სააგენტოს მიერ შესაძლოა დაშვებულ იქნეს გამონაკლისები ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ნიმუშების რაოდენობაზე;
ე) ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა უნდა გაგრძელდეს ორი თანმიმდევრული უარყოფითი შედეგის მიღებამდე, რომელთა შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 21 დღ