1. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს ნიმუშების შენახვა და ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის ტრანსპორტირება.
2. ნაცხი გაციებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ ყინულის ან გელის გაყინული პაკეტის მეშვეობით და გადაგზავნილი ფრინველის გრიპზე მომუშავე ლაბორატორიაში შეძლებისდაგვარად სწრაფად. თუ ნიმუშის ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიაში ტრანსპორტირება შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში, ნიმუში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაყინული, შენახული და შემდეგ ტრანსპორტირებული მშრალი ყინულის გამოყენებით.
3. გარდა გაციებისა, ნაცხი სრულად უნდა იქნეს მოთავსებული ანტიბიოტიკურ არეში ან ვირუსის სპეციალურ სატრანსპორტო ნიადაგში 4oC-ზე. ასეთი საშუალების არ არსებობისას ნაცხი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს დაბრუნებული ბუდეში და მიეწოდოს ფრინველის გრიპის დიაგნოსტიკაზე მომუშავე ლაბორატორიას მშრალ მდგომარეობაში.
4. ნიმუშის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მრავალმა ფაქტორმა, რისთვისაც ტრანსპორტირებისათვის შერჩეული მეთოდი უნდა იქნეს მიზნის ადეკვატურ