1. ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანტიბიოტიკური არე უნდა ეფუძნებოდეს ფოსფატით ბუფერირებულ ფიზიოლოგიურ ხსნარს, რომლის pH 7,0–დან 7,4–მდეა (pH-ის შემოწმება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების დამატების შემდგომ).
2. პროტეინზე დაფუძნებული საკვები არე, როგორიცაა გულის და ტვინის ექსტრაქტის ბულიონი ან ტრის–ბუფერირებული ბულიონი, ხელს უწყობს ვირუსის სტაბილურობას, განსაკუთრებით კი ტრანსპორტირებისას. გამოყენებული ანტიბიოტიკები და მათი კონცენტრაციები შესაძლოა მერყეობდეს ადგილობივ პირობებიდან (მდგომარეობიდან) და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
3. ფეკალური ნიმუშებისათვის შესაძლოა საჭირო იყოს ანტიბიოტიკების ძალიან მაღალი შემცველობა, კერძოდ: 10 000 IU/მლ პენიცილინი, 10 მგ/მლ სტრეპტომიცინი, 0,25 მგ/მლ გენტამიცინი, და 5 000 IU/მლ ნისტატინი. ქსოვილებისა და ტრაქეალური ნაცხისათვის აღნიშნული შემცველობა შესაძლოა შემცირებული იქნეს ხუთჯერ.
4. ქლამიდოფილიის კონტროლის საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს 0,05–დან 0,1 მგ/მლ ოქსიტეტრაციკლინ