თუ ფრინველი გამოჩეკილია იმ საფრინველეში შეგროვებული კვერცხიდან, სადაც ადგილი აქვს HPAI-ის აფეთქებას, ამ მუხლში მითითებული ზომები უნდა იქნეს გატარებული მაშინ, როდესაც სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს იმ საფრინველეს ინსპექტირებას, სადაც დადასტურდა HPAI და განთავსებულია ფრინველი, რომელიც გამოიჩეკა ფრინველის გრიპის საინკუბაციო პერიოდში შეგროვებული კვეერცხიდან:

ა) საფრინველეს ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის შესახებ ჩანაწერების შემოწმება. სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ინსპექტირების აქტში უნდა მიეთითოს სიკვდილიანობის, კვერცხის დების, საკვების და/ან წყლის მიღების ყოველდღიური მონაცემები, რომელიც მოიცავს პერიოდს HPAI-ის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ერთი კვირით ადრე პერიოდიდან სახელმწიფო ვეტერინარის მიერ საფრინველეს შემოწმების დღის ჩათვლით;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულისა და ფრინველის კლინიკური შემოწმება, განსაკუთრებით, იმ ფრინველის, რომელიც სავარაუდოდ დაავადებულია ან მათი ზრდის პროცესი არ მიმდინარეობს მოლოდინის შესაბამისად;

გ) სტანდარტული ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ორიდან სამ კვირამდე ასაკის ფრინველიდან;

დ) საფრინველეს სახელმწიფო მონიტორინგი შესაძლოა გაუქმდეს 21 დღეზე მეტი ასაკის ფრინველის კლინიკური გამოკვლევისა და სტანდარტული ნიმუშების ტესტირებაზე უარყოფითი შედეგების მიღების შემდე