სახელმწიფო ვეტერინარის მიერ კომერციული საფრინველეს ინსპექტირებისას გატარებული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

ა) საფრინველეს პროდუქტიულობისა და ჯანმრთელობის ამსახველი ჩანაწერების შემოწმება. დღიური სიკვდილიანობის კოეფიციენტის ზრდის (ფრინველის გუნდის სიკვდილიანობის ჩვეული (ნორმალური) კოეფიციენტი >3 ჯერ) ან კვერცხის დღიური დების (>5%) ან წყლის და/ან საკვების მიღების დღიური მაჩვენებლის (>5%) შემცირების შემთხვევაში, თითოეული საწარმოო ერთეულიდან დაუყოვნებლივ აღებული უნდა იქნეს სტანდარტული ნიმუშები;

ბ) თითოეული საწარმოო ერთეულის კლინიკური შემოწმება, რაც აგრეთვე მოიცავს სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფი სხვა სავარაუდოდ დაავადებული ფრინველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასა და კლინიკური ისტორიის შეფასებას;

გ) თუ ფრინველის სახეობებს ან ჩაკეტილ სივრცეში მყოფ სხვა ფრინველს არ აღენიშნებათ დაავადების გამოხატული ნიშნები, ან ვაქცინირებული ფრინველის შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე სააგენტომ შეიძლება გადაწყვიტოს თითოეული საწარმოო ერთეულიდან სტანდარტული ნიმუშების აღება;

დ) სამიზნე საფრინველეში, კომპარტმენტში ან საწარმოო ერთეულებში კლინიკური შემოწმებითა და ლაბორატორიული ნიმუშების აღებით დამატებითი მონიტორინგის ჩატარება სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს რისკების შეფასების შედეგების საფუძველზ