საკონტროლო ზონაში გამოყენებული ზომები მოიცავს:
ა) ყველა საფრინველის აღწერას;
ბ) ზონაში ფრინველისა და საინკუბაციო კვერცხის გადაადგილების კონტროლს;
გ) პირველი 15 დღის განმავლობაში ზონიდან ფრინველის გადაადგილების აკრძალვას, გარდა პირდაპირ საკონტროლო ზონის გარეთ მდებარე სააგენტოს მიერ ნებადართულ სასაკლაოში გადაყვანისა. ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის, ხოლო შიდა ვაჭრობაში ჩართვას - ამ წესის მე- 7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად;
დ) საინკუბაციო კვერცხის საკონტროლო ზონიდან გადაადგილების აკრძალვა, გარდა სააგენტოს მიერ შერჩეული ინკუბატორისა. გაგზავნამდე კვერცხი და მათი შესაფუთი მასალა ექვემდებარება დეზინფექციას;
ე) სკორეს, ქვეშსაფენის ზონიდან გადაადგილების აკრძალვას;
ვ) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრების, ბაზრობების, შოუების და სხვა შეკრებების აკრძალვას;
ზ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით ფრინველის ტრასპორტირების აკრძალვას, გარდა ავტომაგისტრალითა და რკინიგზით გადაყვანის