1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში შემდეგი ზომების გამოყენება:

ა)  საფრინველეების აღწერა შესაძლო მოკლე დროში;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარის პერიოდული ვიზიტები ფრინველის კლინიკური მდგომარეობის შესამოწმებლად, საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშების აღება და ლაბორატორიაში გადაგზავნა გამოკვლევებისათვის; ვიზიტისა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დგება აქტი;

გ) ფრინველის თავიანთ საფრინველეში ან სხვა ადგილას იზოლირება;

დ) სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება საფრინველეების შესასვლელებსა და გამოსასვლელებში;

ე) ფრინველის,  მკვდარი ან / და დაკლული ფრინველის, კვერცხის, მომსახურე პერსონალისა და ფრინველის გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი ზონის შიგნით და ტრანსპორტირების აკრძალვა. აღნიშნული აკრძალვა არ გამოიყენება ფრინველის ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანისას;

ვ) საფრინველედან ფრინველის გაყვანისა და საინკუბაციო კვერცხის გატანის აკრძალვა, გარდა:

ვ.ა) ფრინველის გადაუდებელი დაკვლისათვის სააგენტოს მიერ ნებადართული სატრანსპორტო საშუალებით სასაკლაოში გადაყვანისა, რომელიც სასურველია მდებარეობდეს დაინფიცირებულ არეალში, ან თუ ეს შეუძლებელია, სასაკლაოში, რომელიც არჩეულია სააგენტოს მიერ დაინფიცირებული ტერიტორიის გარეთ. ასეთი ფრინველის ხორცი ექვემდებარება ნიშანდებას ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხოლო   შიდა ვაჭრობაში ჩართვას ამ წესის მე- 7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად;

ვ.ბ) ერთდღიანი წიწილების ან კვერცხმდებელი ფრინველის გადაყვანისა   საკონტროლო ზონაში, სადაც არ არის სხვა   ფრინველი. ამასთან, ასეთ საფრინველეებზე წესდება ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი ზომები;

ვ.გ) საინკუბაციო კვერცხის სააგენტოს მიერ შერჩეულ ინკუბატორში ტრანსპორტირებისა, რომლის დროსაც კვერცხი შესაფუთი მასალით ექვემდებარება დეზინფექციას;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნების შესრულებაზე წესდება სახელმწიფო კონტროლი. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ საფრინველეში სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ჩატარებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ. სატრანსპორტო საშუალება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ ექვემდებარება დასუფთავებასა (გაწმენდა) და დეზინფექციას;

თ) ფრინველის სკორეს, ქვეშსაფენის გავრცელებისა და გატანის აკრძალვა სააგენტოს ნებართვის გარეშე;

ი) ფრინველის სარეალიზაციო ბაზრის, ბაზრობების, შოუებისა და სხვა შეკრებების აკრძალვა.

2. დამცავ ზონაში გამოყენებული ზომები გრძელდება არანაკლებ 21 დღისა, ამ წესის მე-15 მუხლში დადგენილი მოთხოვნების თანახმად, წინასწარი დასუფთავებისა (გარეცხვის) და დეზინფექციის ჩატარების შემდე