1. დასუფთავების და   დეზინფექციის ჩატარების პრინციპები და პროცედურებია:

ა) ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის განადგურების მიზნით გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება სააგენტოს ნებართვით;

ბ) დასუფთავების და   დეზინფექციის სამუშაოების განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებებისა და   ზედამხედველობის ქვეშ.

2. ინფიცირებული საფრინველეების საწყისი გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა) უტილიზაციისათვის, ფრინველის სხეულის გატანის შემდეგ , საფრინველეების იმ ნაწილის, სადაც ფრინველები ბინადრობდნენ, და   ნებისმიერი   სხვა შენობა, ეზო, რომელიც დაბინძურდა, დაკვლისას ან დაკვლის შემდგომი შემოწმებისას სადეზინფექციო საშუალებებით შესხურება;

ბ) ფრინველისა ან კვერცხის, რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს შენობები, ეზოები, ინვენტარი (ჭურჭელი), შეგროვება და განადგურება ფრინველის სხეულთან ერთად;

გ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებების დამუშავებულ ზედაპირზე არანაკლებ 24 საათის განმავლობაში გაჩერება.

3. საბოლოო გაწმენდისა და დეზინფექციის სპეციფიკური მოთხოვნებია:

ა)  ცხიმისა და ჭუჭყის მოცილება ყველა ზედაპირიდან ცხიმის მოსაცილებელი საშუალებების გამოყენებით, ზედაპირის წყლით ჩამორეცხვა;

ბ) წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება;

გ) შვიდი დღის შემდეგ, შენობა - ნაგებობების ცხიმის მოსაცილებელი ნივთიერებებით დამუშავება,  წყლის გადავლება, სადეზინფექციო საშუალებების   შესხურება და განმეორებით წყლის გადავლება;

დ) გამოყენებული ქვეშსაგებისა და სკორეს დეზინფენქციისას ვირუსის გამანეიტრალებელი ერთ - ერთი მეთოდის გამოყენება:

დ.ა)   დაწვა ან ორთქლით დამუშავება 700 С- ზე;

დ.ბ) მიწაში ღრმად დამარხვა მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან   დაცვის მიზნით;

დ.გ) შეგროვება, დანესტიანება (საჭიროების შემთხვევაში, ფერმენტაციისათვის) და დაფარვა ისე, რომ მიაღწიოს და  შეინარჩუნოს სითბო 20°C ტემპერატურამდე. მტაცებელი და სხვა გარეული ფრინველებისაგან დაცვის მიზნით, დარჩეს გადაფარებული 42 დღის განმავლობაშ