1. სააგენტო ვალდებულია, ნიუკასლის დაავადების აფეთქების შემთხვევაში, შეადგინოს საგანგებო გეგმა, რომელშიც დაავადების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სახის შენობებზე, მოწყობილობებზე , პერსონალზე და სხვა ყველა მასალაზე ხელმისაწვდომობა, ასევე, უნდა განსაზღვროს იძულებითი ვაქცინაციის ჩასატარებლად ვაქცინის შესახებ მოთხოვნები.
2. საგანგებო გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს:
ა) ნიუკასლის დაავადების ეპიდემიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებას;
ბ) ლაბორატორიის პერსონალის და დიაგნოსტიკური გამოკვლევების ხელმისაწვდომობისათვის სწრაფი და ეფექტური კამპანიის განხორციელებას;
გ) ინსტრუქციული სახელმძღვანელოს გამოცემას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას და დადასტურებისას გამოსაყენებელი ყველა პროცედურის , ინსტრუქციის და ზომების დეტალური, სრული და პრაქტიკული აღწერილობა, მათ შორის, მკვდარი და მოკლული ფრინველის განადგურების შესახებ;
დ) დეტალურ ინფორმაციას, კონტროლის ღონისძიებებში ჩართული პერსონალის უნარებისა და მოვალეობების შესახებ;
ე) დაავადების კონტროლის ღონისძიებების სათანადო გატარებისათვის მოწყობილობებისა და მასალების ხელმისაწვდომობას, მათ შორის, ნიმუშების სწრაფი ტრანსპორტირების ორგანიზებას;
ვ) ტრენინგპროგრამების განხორციელებას საველე, მათ შორის,, სწრაფი ტესტების გამოყენების, საკომუნიკაციო ტექნიკის ათვისებასთან, ეპიდემიოლოგიურ გამოკითხვასთან, კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული პროცედურების (უნარების) შენარჩუნებისა და განვითარებისათვის;
ზ) პოსტვაქცინალური იმუნიტეტის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განმეორებითი ვაქცინაციის სქემის დეტალებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით რიკის საფუძველზე დგება გეგმა, რომელიც წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად. აღნიშნული გეგმები შემდგომში შესაძლოა შესწორდეს ან შეიცვალოს განვითარებული მოვლენების გათვალისწინები