1. საქართველოში ნებადართულია იმ ვაქცინების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2. დაავადების საწინააღმდეგო ზომებთან ერთად ტარდება  პროფილაქტიკური    ან   იძულებითი ვაქცინაცია.

3. შეჯიბრში, შოუში ან სხვა ღონისძიებაში ნებადართულია მხოლოდ   ნიუკასლის დაავადების წინააღმდეგ ვაქცინირებული მტრედების მონაწილეობა .

4. ნიუკასლის დაავადების დადასტურების შემთხვევაში ამ წესით დადგენილ   ზომებთან ერთად, სააგენტო აკონკრეტებს ტერიტორიულ არეალსა და იმ პერიოდს, რომელშიც შერჩეული სახეობებისათვის   სწრაფი და სისტემური ვაქცინაცია (გადაუდებელი ვაქცინაცია) გატარდება სახელმწიფო   კონტროლის ქვეშ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სიტუაციაში, აკრძალულია ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების გატარება ფრინველის ვაქცინაციის ან რევაქცინაციისას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში:

ა) ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი უნდა იყოს ვაქცინირებული დაუყოვნებლივ;

ბ) ვაქცინაციის არეალში მოქცეულ   საფრინველეში ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი, გამოჩეკილი ან გადმოყვანილი სხვა მეურნეობიდან, უნდა იყოს აცრილი გადმოყვანამდე ან   გადმოყვანის შემდეგ;

გ)  ვაქცინაციისას  ვაქცინაციის არეალში მოქცეულ   საფრინველეში, რჩება ყველა შერჩეული სახეობის ფრინველი,  გარდა:

გ.ა) ერთი დღის წიწილებისა, რომლებიც შეიყვანეს ვაქცინაციის არეალში მდებარე მეურნეობაში, სადაც უნდა აიცრან;

გ.ბ) პირდაპირ სასაკლაოზე გადაადგილებული ფრინველებისა, გადაუდებელი (დაუყოვნებელი) დაკვლისათვის. თუ სასაკლაო მდებარეობს ვაქცინაციის არეალის გარეთ, შინაური ფრინველის გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის შემოწმების შემდეგ;

დ) ვაქცინაციის არეალის გარეთ გადაადგილება დასაშვებია, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვაქცინაცია დასრულებულია:

დ.ა) სახორცე დანიშნულების ერთი დღის წიწილებისთვის, რომლებიც   შეიძლება გადაადგილდეს საფრინველეში, სადაც ისინი აიცრებიან; აღნიშნული საფრინველე უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ, ვიდრე ფრინველი, რომელიც გადაადგილდა,  დაიკვლება;

დ.ბ) 21 დღის წინ აცრილი ფრინველისათვის, რომელიც განკუთვნილია დაუყოვნებლივ დაკვლისათვის;

დ.გ) საინკუბაციო კვერცხი, რომელიც დადებულია 21 დღის წინ ვაქცინირებული მოსაშენებელი ფრინველისგან; კვერცხი და მისი შესაფუთი მასალა ექვემდებარება   დეზინფექციას გადაადგილებამდე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და “დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა გამოიყენებოდეს სამი თვის ვადით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვაქცინაციის დასრულებიდან. დასაშვებია ვაქცინაციის ერთი ან მეტი სამთვიანი პერიოდით გახანგრძლივება.

8. ამ მუხლის   მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სააგენტოს მიერ დასაშვებია განსაკუთრებული სამეცნიერო დანიშნულების გუნდის განთავისუფლება სისტემატური ვაქცინაციისაგან იმის   გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი ჯანმრთელობა და   პერიოდულად დაექვემდებარებიან სეროლოგიური შემოწმება