1. წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა დააწესოს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაუდებელი ვაქცინაცია აფეთქების ლოკალიზების მოკლევადიანი ღონისძიების სახით, როდესაც რისკების შეფასებიდან ჩანს, რომ არსებობს მოცემულ წევრ სახელმწიფოში ან მის ფარგლებს გარეთ ფრინველის გრიპის გავრცელების მნიშვნელოვანი და უშუალო საფრთხე ამ ქვეთავის თანახმად, შემდეგი ერთი ან მეტი ფაქტორის არსებობის შემთხვევაში:
(a) აფეთქება აღნიშნულ წევრ სახელმწიფოში;
(b) აფეთქება ახლომდებარე წევრ სახელმწიფოში; ან
(c) თუ ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურდა შინაური ფრინველში ან სხვა მოშინაურებულ ფრინველში ახლომდებარე მესამე მსოფლიოს ქვეყანაში.
2. თუ წევრი სახელმწიფო აპირებს, რომ შემოიღოს გადაუდებელი ვაქცინაცია პირველი აბზაცის შესაბამისად, მან დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს კომისიას გადაუდებელი ვაქცინაციის გეგმა.
მოცემული გეგმა უნდა შეესაბამებოდეს DIVA სტრატეგიას და უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
(a) დაავდებით გამოწვეული სიტუაცია, რომელმაც განაპირობა გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარება;
(b) გეოგრაფიული ზონა, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და სადგომების რაოდენობა აღნიშნულ ზონაში და, თუ განსხვავებულია, იმ სადგომების რაოდენობა, სადაც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია;
(c) შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის სახეობები და კატეგორიები, ან თუ მიზანშეწონილია, შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გალიები, რომლებიც ექვემდებარება ვაქცინაციას;
(d) ვაქცინაციას დაქვემდებარებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაახლოებითი რაოდენობა;
(e) ვაქცინის მახასიათებლების მოკლე აღწერა;
(f) გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა;
(g) განსაკუთრებული სამართლის ნორმები ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ უნდა შეიზღუდოს IV თავის მე-3, მე-4 და მე-5 ქვეთავებით და V თავის მე-3 ქვეთავით გათვალისწინებული ღონისძიებები;
(h) საკონტაქტო სადგომებში, გადაუდებელი ვაქცინაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები;
(i) ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის აღრიცხვა და რეგისტრაცია;
(j) კლინიკური და ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც ტარდება იმ სადგომებში, სადაც უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ვაქცინაცია და სხვა სადგომებში, რომლებიც მდებარეობს გადაუდებელი ვაქცინაციის ზონაში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, გადაუდებელი ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგისა და ვაქცინირებული შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის კონტროლის მიზნით.
3. გადაუდებელი ვაქცინაციის დეტალური წესები უნდა დადგინდეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა