2. ტვირთის გაგზავნის მომენტში პირველი აბზაცით გათვალისწინებული შინაური ფრინველი და საინკუბაციო კვერცხი მიღებული უნდა იქნეს იმ გუნდებიდან:

a) რომელიც გაერთიანებაში იმყოფება გამოჩეკის დღიდან ან მინიმუმ სამი თვის განმავლობაში;

b) რომელსაც გაგზავნის მომენტისათვის არ აღენიშნება შინაური ფრინველის გადამდები დაავადებების კლინიკური ნიშნები;

c) რომელიც აკმაყოფილებს ვაქცინაციის პირობებს III დანართის თანახმად, თუ ის ვაქცინირებულია;

d) რომელზეც არ ვრცელდება შინაურ ფრინველზე მოქმედი ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეზღუდვები;

e) რომელიც არ მდებარეობს ისეთ ადგილზე, რომელზეც ცხოველთა ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე ვრცელდება შემზღუდავი ღონისძიებები გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად ისეთი დაავადების აფეთქების შედეგად, რომლის მიმართაც მგრძნობიარეა შინაური ფრინველი. ტვირთში შემავალ ყველა ფრინველზე Salmonella pullorum-ის და Salmonella gallinarum-ის ანტისხეულებზე ტვირთის გაგზავნის წინა თვეში ჩატარებული სეროლოგიური ტესტები დასრულდა უარყოფითი შედეგით II დანართის III თავის შესაბამისად. საინკუბაციო კვერცხის ან ერთი დღის ასაკის წიწილების შემთხვევაში Salmonella pullorum-სა და Salmonella gallinarum-ზე სეროლოგიური ტესტი უნდა ჩატარდეს ტვირთის გაგზავნამდე სამი თვის განმავლობაში ინფექციის გამოვლენის 95%-იან სანდოობის დონეზე 5%-იანი პრევალენტობის ფარგლებში.

3. პირველი და მეორე აბზაცების დებულებები არ ვრცელდება ტვირთზე, რომელიც მოიცავს უტროპო ფრინველებს ან უტროპო ფრინველის კვერცხებ